დღეს ჩვენ ვიმუშავეთ გეგმის დახვეწაზე, გავეცანი საავტორო უფლებებს და მივიღეთ ინფორმაცია როგორ მოვიპოვოთ ინტერნეტიდან ინფორმაცია ლეგალურად,საავტორო უფლებების დაცვით გადმოვწერე ფოტოები.ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება , როგორ ჩავსცვა ვიდეო, დიაგრამ სურათი , სმარტ არტის ,რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს ჩემი მიწოდებული ინფორმაცია მსმენელთათვის ამ შემთხვევაში მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის. ასევე ვისწავლე youtube დან ვიდეოების გადმოწერა და powerpoinT ში ჩასმა.გავეცანი ინტერნეტ კოლაბორაციულ დოკუმენტებს და შევავსე ცხრილი.
Sunday, February 28, 2016
Saturday, February 27, 2016
მეოთხე დღე
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო,განვაახლე ინფორმაცია გმაილის დისკზე, გავეცანი ეფექტურ პრეზენტაციას, სადაც ნათლად ჩანდა როგორ უნდა გავაკეთო ეფექტური პრეზენტაცია რომ ის იყოს მსმენელთათვის საინტერესო და ღირებული, შინაარსიანი.
Sunday, February 21, 2016
მესამე დღე
ჩვენ დღეს მოვიძიეთ და გამოვწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, რომლებიც მოვარგეთ ჩვენი პროექტის გეგმას.გავეცანი უფრო დეტალურად და შევიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შესაბამისად მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას.გავეცანი საკვანძო კითხვების ნიმუშებს და მატზე დაყრდნობით შევადგინე ის კითხვები რომლებიც შეესაბამება ჩემს პროექტს და აქტუალური იქნება პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის.განვაახლე დისკზე ინფორმაცია. მომეწონა ის რომ კითხვების ასეთი სახიტ ფორმულირება სიახლე ჩემთვის, და შემდგომში უფრო კომპეტენტური ვიქნები რომ ჩემი კითხვები მოიცავდეს ანვითარებდეს ყველა სააზროვნო უნარს..
Sunday, February 14, 2016
მეორე დღე
გავეცანი კონკიას რესურსებს, გავაანალიზე პროექტის მახასიათებლები,ვისწავლე ბროშურის შექმნა, სურათების ეფექტიანად მოძებნა და ჩვენთვის სასურველ საქაღალდეში გადმოწერა. დავიწყეთ პროექტის დაწერა.
შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის დაწერასა და განხორციელებისათვის, ვფიქრობ ბროშურის შექმნის შესწავლა და შემდეგ მოსწავლეებისთვის მიწოდება გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.ეს იქნება სიახლე, ასევე სურათების მოძებნა ეფექტიანად დაზოგავს დროსა და ენერგიას, შედეგად გვექნება სასურველი ინფორმაცია ისე რომ დეროსაც ოფტიმალურად გამოვიყენებთ. ამ ტრენინგმა შემმატა თავდაჯერებულობა , იმის მოლოდინი რომ ჩემს მიერ დაწერილ პროექტი იქნება წარმატებული.

პირველი დღე
გავეცანი პროექტებით სწავლებას,გავეცანი პროექტების ნიმუშს, გავიგე სიახლეები, რომლებიც საინტერესო იყო და შევეცდები დეტალურტად გაცნობის შემდეგ დავნერგო პრაქტიკაში.პროექტებით მუშაობა ვფიქრობ გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
Subscribe to:
Posts (Atom)