Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე

დღეს საბოლოო სახე მივეცი ჩემი პროექტის გეგმას, მოვახდინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმების შეფასება, მეც მოვისმინე ჩემი პროექტის თეთრი და შავი პიარი. საბოლოო ვერსია ავტვირთე დისკზე.  განვაახლე, დიზაინი შევუცვალე ბლოგს, რამაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა ჩემი გვერდი. გავეცანი როგორ უნდა დავამატო გვერდები ბლოგზე სადაც განვატავსებ სხვადასხვა მასალებს. ბლოგი ეფექტური საშუალებაა რომელიც საშუალებას მომცემ ეფექტურად დავახარისხხო მასალები ცემს პორტფოლიოში, რაც ცხადია სასარგებლოა არა მართო ჩემთვის არამედ სხვაც შეძლებს ნახოს ნამუშევარი და მოვახდინოთ ურთიერთშეფასე.ასევე დღეს ბლოგში შევიტანეთ სასარგებლო მისამართები.
    ტრენინგის ბოლო დღეს , პირველ რიგში დიდი მადლობა განათლების სამინისტროს რომ ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და კომპეტენციის ამაღლებაზე, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ასევე მადლობა იმისთვის,რომ ტრენერები ჰყავს პროფესიონალი, ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე, რომელსაც დამოკიდებულება აქვს ისეთი პოზიტიური რომ მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ გრძნობ რომ ძალიან დაიღალე და ეს დაღლა სასიამოვნოც კია , იმიტომ რომ ნასწავლს გამოიყენებ პრაქტიკაში, მე პირადად ეხლა უფრო ტავდაჯერებული გავხდი და აღარ მეშინია რომ უკვე მოსწავლეებს ვასწავლი ისე რომ ისინი მხოლოდ გამოცდებისთვის კი არა ცხოვრებისთვის იქნებიან მზად.

Saturday, March 12, 2016

მერვე დღე

დღეს  განვაახლეთ პროექტის გეგმა, ასევე დავხვეწეთ ბროშურა, დისკზე წავშალეთ ძველი მასალები და ვთვირთეთ განახლებული პროექტის გეგმა.ვისწავლეთ როგორ ხდება ბლოგზე პორტფოლიოს გამოქვეყნება.კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები, შეფასების კრიტერიუმების გადახედვამ საშუალება მომცა დამეხვეწა ჩემი პროექტი. გავინაწილე შავი და თეთრი პიარის ფუნქციები.მადლობა ასეთი ნაყოფიერი დღისათვის ტრენერს.

Sunday, March 6, 2016

მეშვიდე დღე

დღესჩვენ გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას ,სსმ მოსწავლეებთან, ასევე არაქართულენოვან მოსწავლეების ჩართვა სწავლების პროცესში და ნიჭიერი მოსწავლეების ჩართულობა,გავეცანი გარდნერირის მატრიცას,, გავაანალიზე თვითრეგულისრების ხელშემწყობი ფაქტორები, განვიხილე სხვადასხვა პროექტების ნიმუშები, ასევე დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.







მეექვსე დღე
ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გადმოვწერეთ ის რუბრიკები რომლებიც მჭირდებოდა პროექტისთვის,. ვისწავლე როგორ ჩავრთო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, ვიმუშავე  პირველი კვირის პროცედურებზე პროექტის გეგმაში, განვაახლო დისკი.საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო დღე იყო.მადლობა ტრენერს, რომლის ენთუზიაზმი ასე გადამდებია.

Sunday, February 28, 2016

მეხუთე დღე

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ გეგმის დახვეწაზე, გავეცანი საავტორო უფლებებს და მივიღეთ ინფორმაცია როგორ მოვიპოვოთ ინტერნეტიდან ინფორმაცია ლეგალურად,საავტორო უფლებების დაცვით გადმოვწერე ფოტოები.ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება , როგორ ჩავსცვა ვიდეო, დიაგრამ სურათი , სმარტ არტის ,რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს ჩემი მიწოდებული ინფორმაცია მსმენელთათვის ამ შემთხვევაში მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის. ასევე ვისწავლე  youtube დან ვიდეოების გადმოწერა და  powerpoinT ში ჩასმა.გავეცანი ინტერნეტ კოლაბორაციულ  დოკუმენტებს და შევავსე ცხრილი.

Saturday, February 27, 2016

მეოთხე დღე

             



დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო,განვაახლე ინფორმაცია გმაილის დისკზე, გავეცანი ეფექტურ პრეზენტაციას, სადაც ნათლად ჩანდა როგორ უნდა გავაკეთო ეფექტური პრეზენტაცია რომ ის იყოს მსმენელთათვის საინტერესო და ღირებული, შინაარსიანი.

Sunday, February 21, 2016

მესამე დღე

ჩვენ დღეს მოვიძიეთ და გამოვწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტები, რომლებიც მოვარგეთ ჩვენი პროექტის გეგმას.გავეცანი უფრო დეტალურად  და შევიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შესაბამისად მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას.გავეცანი საკვანძო კითხვების ნიმუშებს და მატზე დაყრდნობით შევადგინე ის კითხვები რომლებიც შეესაბამება ჩემს პროექტს და აქტუალური იქნება პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის.განვაახლე დისკზე ინფორმაცია. მომეწონა ის რომ კითხვების ასეთი სახიტ ფორმულირება სიახლე ჩემთვის, და შემდგომში უფრო კომპეტენტური ვიქნები რომ ჩემი კითხვები მოიცავდეს  ანვითარებდეს ყველა სააზროვნო უნარს..

Sunday, February 14, 2016

მეორე დღე

გავეცანი კონკიას რესურსებს,  გავაანალიზე პროექტის მახასიათებლები,ვისწავლე ბროშურის შექმნა, სურათების ეფექტიანად მოძებნა და ჩვენთვის სასურველ საქაღალდეში გადმოწერა. დავიწყეთ პროექტის დაწერა.
შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის დაწერასა და განხორციელებისათვის, ვფიქრობ ბროშურის შექმნის შესწავლა და შემდეგ მოსწავლეებისთვის მიწოდება გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.ეს იქნება სიახლე, ასევე სურათების მოძებნა ეფექტიანად დაზოგავს დროსა და ენერგიას, შედეგად გვექნება სასურველი ინფორმაცია ისე რომ დეროსაც ოფტიმალურად გამოვიყენებთ. ამ ტრენინგმა შემმატა თავდაჯერებულობა , იმის მოლოდინი რომ ჩემს მიერ დაწერილ პროექტი იქნება წარმატებული.

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას,გავეცანი პროექტების ნიმუშს, გავიგე სიახლეები, რომლებიც საინტერესო იყო და შევეცდები დეტალურტად გაცნობის შემდეგ დავნერგო პრაქტიკაში.პროექტებით მუშაობა ვფიქრობ გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.