Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე

დღეს საბოლოო სახე მივეცი ჩემი პროექტის გეგმას, მოვახდინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმების შეფასება, მეც მოვისმინე ჩემი პროექტის თეთრი და შავი პიარი. საბოლოო ვერსია ავტვირთე დისკზე.  განვაახლე, დიზაინი შევუცვალე ბლოგს, რამაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა ჩემი გვერდი. გავეცანი როგორ უნდა დავამატო გვერდები ბლოგზე სადაც განვატავსებ სხვადასხვა მასალებს. ბლოგი ეფექტური საშუალებაა რომელიც საშუალებას მომცემ ეფექტურად დავახარისხხო მასალები ცემს პორტფოლიოში, რაც ცხადია სასარგებლოა არა მართო ჩემთვის არამედ სხვაც შეძლებს ნახოს ნამუშევარი და მოვახდინოთ ურთიერთშეფასე.ასევე დღეს ბლოგში შევიტანეთ სასარგებლო მისამართები.
    ტრენინგის ბოლო დღეს , პირველ რიგში დიდი მადლობა განათლების სამინისტროს რომ ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და კომპეტენციის ამაღლებაზე, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ასევე მადლობა იმისთვის,რომ ტრენერები ჰყავს პროფესიონალი, ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე, რომელსაც დამოკიდებულება აქვს ისეთი პოზიტიური რომ მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ გრძნობ რომ ძალიან დაიღალე და ეს დაღლა სასიამოვნოც კია , იმიტომ რომ ნასწავლს გამოიყენებ პრაქტიკაში, მე პირადად ეხლა უფრო ტავდაჯერებული გავხდი და აღარ მეშინია რომ უკვე მოსწავლეებს ვასწავლი ისე რომ ისინი მხოლოდ გამოცდებისთვის კი არა ცხოვრებისთვის იქნებიან მზად.

No comments:

Post a Comment