Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე

დღეს საბოლოო სახე მივეცი ჩემი პროექტის გეგმას, მოვახდინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმების შეფასება, მეც მოვისმინე ჩემი პროექტის თეთრი და შავი პიარი. საბოლოო ვერსია ავტვირთე დისკზე.  განვაახლე, დიზაინი შევუცვალე ბლოგს, რამაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა ჩემი გვერდი. გავეცანი როგორ უნდა დავამატო გვერდები ბლოგზე სადაც განვატავსებ სხვადასხვა მასალებს. ბლოგი ეფექტური საშუალებაა რომელიც საშუალებას მომცემ ეფექტურად დავახარისხხო მასალები ცემს პორტფოლიოში, რაც ცხადია სასარგებლოა არა მართო ჩემთვის არამედ სხვაც შეძლებს ნახოს ნამუშევარი და მოვახდინოთ ურთიერთშეფასე.ასევე დღეს ბლოგში შევიტანეთ სასარგებლო მისამართები.
    ტრენინგის ბოლო დღეს , პირველ რიგში დიდი მადლობა განათლების სამინისტროს რომ ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და კომპეტენციის ამაღლებაზე, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ასევე მადლობა იმისთვის,რომ ტრენერები ჰყავს პროფესიონალი, ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე, რომელსაც დამოკიდებულება აქვს ისეთი პოზიტიური რომ მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ გრძნობ რომ ძალიან დაიღალე და ეს დაღლა სასიამოვნოც კია , იმიტომ რომ ნასწავლს გამოიყენებ პრაქტიკაში, მე პირადად ეხლა უფრო ტავდაჯერებული გავხდი და აღარ მეშინია რომ უკვე მოსწავლეებს ვასწავლი ისე რომ ისინი მხოლოდ გამოცდებისთვის კი არა ცხოვრებისთვის იქნებიან მზად.

Saturday, March 12, 2016

მერვე დღე

დღეს  განვაახლეთ პროექტის გეგმა, ასევე დავხვეწეთ ბროშურა, დისკზე წავშალეთ ძველი მასალები და ვთვირთეთ განახლებული პროექტის გეგმა.ვისწავლეთ როგორ ხდება ბლოგზე პორტფოლიოს გამოქვეყნება.კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები, შეფასების კრიტერიუმების გადახედვამ საშუალება მომცა დამეხვეწა ჩემი პროექტი. გავინაწილე შავი და თეთრი პიარის ფუნქციები.მადლობა ასეთი ნაყოფიერი დღისათვის ტრენერს.

Sunday, March 6, 2016

მეშვიდე დღე

დღესჩვენ გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას ,სსმ მოსწავლეებთან, ასევე არაქართულენოვან მოსწავლეების ჩართვა სწავლების პროცესში და ნიჭიერი მოსწავლეების ჩართულობა,გავეცანი გარდნერირის მატრიცას,, გავაანალიზე თვითრეგულისრების ხელშემწყობი ფაქტორები, განვიხილე სხვადასხვა პროექტების ნიმუშები, ასევე დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.







მეექვსე დღე
ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გადმოვწერეთ ის რუბრიკები რომლებიც მჭირდებოდა პროექტისთვის,. ვისწავლე როგორ ჩავრთო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, ვიმუშავე  პირველი კვირის პროცედურებზე პროექტის გეგმაში, განვაახლო დისკი.საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო დღე იყო.მადლობა ტრენერს, რომლის ენთუზიაზმი ასე გადამდებია.